ახალი ამბები

საუდის არაბეთის პრინცი აშშ-ში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

26 სექტემბერი, 2015 •
საუდის არაბეთის პრინცი აშშ-ში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მოგვიანებით 300 000 აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პრინცი, მაჯიდ აბდულაზიზ ალ საუდი სასამართლოში 19 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

 

“ლოს ანჯელეს თაიმსის” წერს, რომ შემთხვევა ბევერლი გლენის რეზიდენციაში მოხდა.  მეზობლებმა დაინახეს დასისხლიანებული ქალი, რომელიც ყვიროდა და მაშინვე დაურეკეს ლოს ანჯელესის პოლიციის მთავარ დანაყოფს.



”დეტექტივებმა აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე ქალი, რომლებიც ალ საუდს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.” – განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიცერმა, დრეიკ მედისონმა.


ლოს ანჯელეს თაიმსის ცნობით, კომენტარს არ აკეთებს საუდის არაბეთის საელჩო ამერიკაში.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, არ ჩანს, რომ ალ საუდს გააჩნია რაიმენაირი  დიპლომატიური იმუნიტეტი და დამატებითი შეკითხვებისთვის ჟურნალისტები ლოს ანჯელესის პოლიციაში  გადაამისამართა.

საუდის არაბეთის პრინცი ლოს ანჯელესში დააკავეს
საუდის არაბეთის პრინცი ლოს ანჯელესში დააკავეს



მასალების გადაბეჭდვის წესი