ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა დღეს, 26 სექტემბერს.
მისი თქმით, დაგეგმილია სხვა სიახლეებიც ფულის ნიშნებთან დაკავშირებით. ქადაგიძის თქმით, მათი პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.
ეს განცხადებები ქადაგიძემ დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენცია, რომელშიც ევროპის ეროვნული ბანკების პრეზიდენტები მონაწილეობენ, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით იმართება და ქადაგიძის თქმით, ის ლარის იუბილეს დაამთხვიეს.
ქადაგიძემ ჟურნალისტებთან კომენტარში ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენზიაზეც გააკეთა კომენტარი:
“ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის კიდევ ერთხელ გზავნილი ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმში. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და თუ მომავალშიც განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენ მიერ, ეს არის ამ პროცესის ნაწილი”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა გასაყიდად. გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ლარი შედარებით გამყარდა.
