ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში ათასს გადააჭარბა

12 აპრილი, 2020 • 1031
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში ათასს გადააჭარბა

12 აპრილის დილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა და 1 013 გახდა. როგორც news.am იტყობინება, ბოლო 24 საათში 47 ახალი შემთხვევაა გამობლენილი.

1 013 ინფიცირებულიდან გარდაიცვალა 13 პირი, 197 გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

news.am-ის ცნობით, სომხეთი ამ დრომდე 7 164 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. რაც შეეხება საქართველოს, worldometers-ის მონაცემებით, 3 271 ტესტია ჩატარებული, რაც 1 მილიონ მოსახლეზე 820 პირის გამოკვლევას გულისხმობს. ამავე მონაცემებით,  მოსახლეობის პროპორციის გათვალისწინებით, სომხეთს საქართველოზე სამჯერ მეტი ადამიანი ჰყავს გამოკვლეული კორონავირუსზე, რაც მილიონ მოსახლეზე 2 418 ადამიანს შეადგენს.

საქართველოში 12 აპრილის 16 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 252 შემთხვევაა გამოვლენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი