ახალი ამბები

CDC-მ რეკომენდაციებიდან წაშალა ტრამპის რეკომენდირებული ქლოროქინი

11 აპრილი, 2020 • 1905
CDC-მ რეკომენდაციებიდან წაშალა ტრამპის რეკომენდირებული ქლოროქინი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) თავისი ვებ-გვერდზე  წაშალა  რეკომენდაცია  ექიმებისთვის ჰიდროქსიქლოროქინის და ქლოროქინის შესახებ. ამ მედიკამენტით კორონავირუსის მკურნალობის რეკომენდაცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ 11 აპრილს  „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერსი“ წერს, CDC-მ თავის ვებ-გვერდზე ეს რეკომენდაციები თავდაპირვლეად პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნის გამო გამოაქვეყნა, თუმცა, წამლებს, რომლებსაც ჩვეულებრივ მალარიის წინააღმდეგ იყენებენ, COVID-19-ის შემთხვევაში ტესტირება არ ჩატარებიათ.

დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ წამლები ჰიდროქსიქლოროქინი და ქლოროქინი კორონავირუსის სამკურნალოდ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა, ამის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევა არ არსებობდა და მის გამოყენებას ბევრი მეცნიერი აყენებდა ეჭვქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი