ახალი ამბები

კვირიკაშვილი აშშ-ში 50-მდე ორმხრივ შეხვედრას გეგმავს

25 სექტემბერი, 2015 •
კვირიკაშვილი აშშ-ში 50-მდე ორმხრივ შეხვედრას გეგმავს

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება, მინისტრი გამართავს 50-მდე ორმხრივ შეხვედრას კოლეგა მინისტრებთან და გაეროს ხელმძღვანელ პირებთან.

პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მდგრადი განვითარების სამიტის გახსნის ცერემონიას. მინისტრი, საქარათველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრება გაეროს გენერალური ასაბლეის 70-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაში, აგრეთვე, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. გარდა ამისა, მინისტრი ასევე დაესწრება იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ღონისძიებას – the foreign policy dimension for climate change.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტკურ დირექტორებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს BSEC-ის არაფორმალურ მინისტერიალში.

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას ესწრება
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას ესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი