მისი აზრით, რეგულირება ასევე უნდა შეეხოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსაც.

“ასეთ შემთხვევაში ამას აზრი ექნება და ასეთ შემთხვევაში მე მხარს დავუჭერ”, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან 25 სექტემბერს, კანონპოექტის საპარლამენტო კომიტეტზე განხილვისას.
აქედან 24 რანგი ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანადებობის პირებს და მათ მოადგილეებს, ხოლო ერთი, ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავმჯდომარეს, მერსა და გამგებელს.
კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორია კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის მხარდასაჭერად 2016 წლის 1 იანვრამდე 800-მდე საჯარო მოხელეს პრემიების მიღების უფლება შეეზღუდება.
აქედან 24 რანგი ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანადებობის პირებს და მათ მოადგილეებს, ხოლო ერთი, ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავმჯდომარეს, მერსა და გამგებელს.
ჩამონათვალში არ შედის საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, ისევე როგორც არ შედიან მარეგულირებელი ორგანოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომელთა შემოსავალიც ყველაზე მაღალია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის წლიური შემოსავალი ამ თანამდებობაზე 2014 წელს 336000.00 ლარი იყო [თვეში საშუალოდ 28 ათასი ლარი], 2013 წელს კი- 323250.00. [თვეში საშუალოდ 26937.5 ლარი]. უცნობია, აქედან რამდენი მოდის ხელფასზე და რამდენი პრემიაზე.
სავარაუდოდ, ეს შემოსავალი ექნება საპარტნიორო ფონდის ახალ აღმასრულებელ თავმჯდომარეს დავით საგანელიძეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს პრემიების შეზღუდვაზე, რადგანაც კანონპროექტში არსებულ ჩამონათვალში არ გვხდება არც საპარტნიორო ფონდის და არც კომუნიკაციების კომისიის, ან სემეკის თანამდებობის პირები.
ამ უკანასკნელთა ანაზღაურება ასევე ძალიან მაღალია. მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრ კახა ბექაურის წინა წლის შემოსავალი ამ პოსტზე 252843.46 ლარი იყო მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რაც თვეში საშუალოდ 21 ათასი ლარია.
ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ უჭერს უმრავლესობის ნაწილი და აღმასრულებელი ხელისუფლება.
