ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი საგანგებო მდგომარეობას ერთი თვით გაახანგრძლივებს

11 აპრილი, 2020 • 1065
სომხეთი საგანგებო მდგომარეობას ერთი თვით გაახანგრძლივებს

სომხეთის პარლამენტი მომავალ კვირაში საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების საკითხს განიხილავს.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საჭიროებაზე დღეს, 11 აპრილს სომხეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იმსჯელეს.

ამასთან, მთავრობის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული შეზღუდვები 13 აპრილის შემდეგ მაინც მოიხსნება.

ფაშინიანმა ჩამოთვალა სფეროები, რომელთა საქმიანობაც დასაშვები გახდება. მათ შორისაა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო საქმიანობა, თევზჭერა, ღია საბადოების ექსპლუატაცია, მშენებლობა ღია სივრცეში, თამბაქოს წარმოება და ა.შ. გარდა ამისა, ნიკოლ ფაშიანის განცხადებით, 20 აპრილიდან გაგრძელდება ტანსაცმლის წარმოებაც, გაიხსნება საყოფაცხოვრებო მაღაზიები.

სომხეთში დღეის, 11 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 977 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის გავრცელების გამო, პირველად საგანგებო მდგომარეობა სომხეთმა 16 მარტიდან -14 აპრილამდე გამოაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი