“ვირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება”, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.
“ჩვენი ამოცანაა, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კონორავირუსის გავრცელებას ვაჩერებთ, რადგან თუკი ადრე ერთი წყაროდან გავრცელების დაახლოებით 50 შემთხვევა გვქონდა დღეში, ახლა 10 ან 20 სხვადასხვა წყაროდან გვაქვს 16, 20, 30 შემთხვევა. ახლა ჩვენი ამოცანაა, შესაძლო შემთხვევები აღმოვაჩინოთ და მივმართოთ იმავე ქმედებებს, რაც აქამდეც გვქონდა – ტესტირება, დადასტურება, საკონტაქტო წრის იზოლირება, მკურნალობა და ა.შ. ეს ქმედებები იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ამის ძალა შეგვწევს მთელ ქვეყანას. მაშინ უკვე გავაუქმებთ ზოგიერთ ზომას და დავტოვებთ მხოლოდ ტესტირების და მკურნალობის კომპონენტს”, – აცხადებს ტოროსიანი.
დღეს სომხეთში მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან. ქვეყანაში COVID-19-ის 937 დადასტურებული შემთხვევაა.