ახალი ამბები

ხელის ჩამორთმევით მისალმების დასასრული – ენტონი ფაუჩი

10 აპრილი, 2020 •
ხელის ჩამორთმევით მისალმების დასასრული – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მიიჩნევს, რომ ახალი კორონაავირუსი ხელის ჩამორთმევით მისალმების დასასრული იქნება.

როგორც ფაუჩიმ  Wall Street Journal-ის პოდკასტში ისაუბრა, თუ ქვეყნები დაავადების გავრცლეების თავიდან ასაცილებლად მიღებულ ზომებს შეასუსტებენ, გარკვეული ქცევებიც უნდა შეიცვალოს:

“როდესაც უკან ბრუნდები, ორივე ფეხით არ უნდა დახტე”, – თქვა ფაუჩიმ კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ცხოვრების ჩვეულ პირობებში დაბრუნება.

“გულახდილი რომ ვიყო, არ ვფიქრობ, ვინმეს ოდესმე კიდევ უნდა ჩამოვართვათ ხელი. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ კორონავირუსული დაავადებების პრევენციისთვის, არამედ ამგვარად დრამატულად შემცირდება გრიპით ავადობა სხვადასხვა ქვეყანაში”, – ამბობს ფაუჩი.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ასევე ჰკითხეს, როდამდე გაგრძელდება მკაცრი სოციალური დისტანცირების ზომები:

“ეს ნათურის ანთებასავით არაა, რომ ჩავრთოთ და გამოვრთოთ, გარკვული ზომები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას”, – ამბობს ფაუჩი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი