ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ქალთა კვოტირებაზე საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა

24 სექტემბერი, 2015 •
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ქალთა კვოტირებაზე საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, პარტიულ სიებში ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი. მაჟორიტარული სისტემის პირობებში ქალებისთვის პარლამენტში 38 ადგილი იქნება განკუთვნილი.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც აღნიშნული წინადადება დღეს, 24 სექტემბერს განიხილეს. საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტის 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

 

კომიტეტის თავმჯდომაე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ქალებისა და კაცების როლი პოლიტიკაში არის განსაკუთრებული და ორივე სქესის თანაბარი წარმომადგენლობა იქნება დადებითი ეფექტის მომტანი.

 

“იმედი მაქვს, არასოდეს ჩვენს მომავალ კოლეგა ქალბატონებს, არასოდეს დასჭირდებათ იმ რთული გზის გავლა, რაც ბევრმა პოლიტიკოსმა ქალმა გაიარა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის შენობა თბილისში; ფოტო: ნეტგაზეთი
საქართველოს პარლამენტის შენობა თბილისში; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი