ახალი ამბები

“ეს პირბადეები ჩვენთან შემოწმდა და გავეცით რეკომენდაცია” – ამირან გამყრელიძე

9 აპრილი, 2020 • 1965
“ეს პირბადეები ჩვენთან შემოწმდა და გავეცით რეკომენდაცია”  – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართვლეოში წარმოებულმა პირბადეებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც მათ რეკომენდაცია გასცეს პირბადეების გმაოყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომენტარი ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო კომენტარისას გააკეთა და აღნიშნა, რომ პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის შეიძლება მრავალჯერადად იქნას გამოყენებული, ხოლო თუ სამედიცინო პერსონალი გამოიყენებს, მისი გამოყენება ერთჯერადად უნდა მოხდეს:

“ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები. ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას, როგორი უნდა იყოს, ვთქვათ, მძიმე ინფექციასთან შეხება და ა.შ. მათ შეამოწმეს და ჩვენებაში არის, რომ საყოფაცხვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მათი მრავალჯერადი ხმარებისთვის, შეიძლება მისი გმოყენების შემდეგ გარეცხვა და გაუთოება. ხოლო თუ სამედიცინო მიზნებისთვის იყენებ, ერთჯერადად უნდა გამოიყენო”, – ამბობს გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

ქართული წარმოების დოლბანდის პირბადეებს, რომელიც სააფთიაქო ქსელში გაყიდვაში გუშინ ჩაეშვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, თუ რამდენად არის ეფექტიანი დოლბანდისგან შეკერილი ეს პირბადე.

საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.
საქართველოში დამზადებული პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება და ერთ ადამიანს 3 პირბადის შეძენა შეეძლება.

“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით” – იმნაძე ადგილობრივი წარმოების პირბადეებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი