ახალი ამბები

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დაფიქსირდა – კლიჩკო

9 აპრილი, 2020 • 2186
კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დაფიქსირდა – კლიჩკო

კიევ-პეჩორის ლავრაში, სადაც 6 აპრილს კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა, 9 აპრილს მედიკოსებმა დაავადების კიდევ 26 შემთხვევა დააფიქსირეს. ინფორმაცია ამის შესახებ კიევის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„დღეს ცუდი ამბები მაქვს. ბოლო 24 საათში გასულ დღეებთან შედარებით დაავადებული კიეველების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა — 41 ადამიანით! <…> აღვნიშნავ, რომ 26 შემთხვევა კიევ-პეჩორის ლავრაში დაფიქსირდა“, — აცხადებს კლიჩკო.

„რთული წარმოსადგენია, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გადაცემის შემდგომი ჯაჭვი“, — აღნიშნავს იგი.

მანამდე ლავრაში 4 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რის გამოც გამკაცრდა საკარანტინე ზომები, ღვთისმსახურება კი ონლაინ-რეჟიმში გადავიდა.

უკრაინული რელიგიური პორტალი “Релігійна правда” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ინფიცირებულთა შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლეც (ლებედი).

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი დაფიქსირდა, ღვთისმსახურება ონლაინ წარიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი