ახალი ამბები

ნიუ იორკში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობა იტალიას, ესპანეთს და სხვა ქვეყნებს აღემატება

9 აპრილი, 2020 •
ნიუ იორკში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობა იტალიას, ესპანეთს და სხვა ქვეყნებს აღემატება

ნიუ-იორკის შტატში ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID 19-ით დაავადების უფრო მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში (აშშ-ის გარდა). ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

ამჟამად ნიუ-იორკის შტატში აშშ-ის მასშტაბით ყველაზე რთული სიტუაციაა. მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში კორონავირუსით 4500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო NBC News-ის ცნობით, მთლიანად შტატში დაფიქსირებულია 151,598 შემთხვევა.

რაც შეეხება აშშ-ს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილია დაავადების 432,438 შემთხვევის შესახებ. აქედან გარდაიცვალა 14,808, ხოლო უკვე გამოჯანმრთელდა 24,125.

მასალების გადაბეჭდვის წესი