საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია აშშ-ის საფეხბურთო ლიგის (MLS) ყველაზე აქტიურ ცენტრალური მცველად დასახელდა. შესაბამისი ინფორმაცია ლიგის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკაში გათვალისწინებულია ცენტრალური მცველების მიერ შეტევების მოგერიება, ჩაჭრა, ბურთის ართმევა და დარყტყმის დაბლოკვა. სტატისტიკაში მოსახვედრად ფეხბურთელს 2019 წლის სეზონის დასაწყისიდან მოედანზე მინიმუმ 2000 წუთი უნდა გაეტარებინა.
კაშია ამჟამად კლუბ San Jose Earthquakes-ში ასპარეზობს, 37-ე ნომრით. იქამდე, 2010-18 წლებში იგი ჰოლანდიური „ვიტესის“ ღირსებას იცავდა, 2006-10 წლებში კი თბილისის დინამოში თამაშობდა.