კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდმა ჩარიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
7 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, ფონდში 24 მილიონ 200 ათასი ლარი იყო მობილიზებული, თუმცა გუშინ, 8 აპრილს, 100 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 124 543 899 ლარი შეადგინა.
Facebook-ზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ ჯგუფებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა/ფონდმა “ქართუმ” ჩარიცხა, მთავრობამ ოფიციალურად დღეს დაადასტურა.