ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგრაში COVID-19-ის გამო საცხოვრებელი კორპუსი ჩაკეტეს

9 აპრილი, 2020 • 1441
გაგრაში COVID-19-ის გამო საცხოვრებელი კორპუსი ჩაკეტეს

გაგრაში ჩაკეტეს საცხოვრებელ კორპუსი, საიდანაც აფხაზეთში კორონავირუსით დადასტურებული ორი პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი.

კორპუსის დანარჩენ მცხოვრებლებს, როგორც აფხაზური მედია წერს, პრევენციის მიზნით გარეთ არ უშვებენ. საკვებითა და საჭირო ნივთებით მათ ახლობლები და ვოლონტიორები ამარაგებენ. ქალაქის ადმინისტრაცია კი ოჯახებისთვის პურს ყიდულობს.

აფხაზეთში კორონავირუსის მქონე ორივე დადასტურებული პაციენტი გაგრიდანაა. ამჟამად გაგრაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც 20:00 -დან 07:00 საათამდე კომენდანტის საათს ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი