ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა აფხაზეთში

8 აპრილი, 2020 •
კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა აფხაზეთში

აფხაზური მხარის ცნობით , დღეს, 8 აპრილს ჩატარებული კვლევით კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი აფხაზეთში ორია.

ოფიციალური ცნობითვე, მეორე პაციენტი გუშინ გამოვლენილი პირველი პაციენტის კონტაქტია.

იქამდე კორონავირუსი გალის რაიონიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანილ ქალს დაუდასტურდა. ის ამჟამადაც ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი