აფხაზური მხარის ცნობით, სოხუმის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 8 აპრილს პნევმონიით გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს COVID-19 არ დაუდასტურეს. ანალიზის პასუხს სოხუმში დღეს საღამოსთვის ელოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციითვე, გარდაცვლილს მრავალმხრივი თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა.

აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გუშინ გამოავლინეს.