ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო 23 სექტემბერს ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დაღუპულია საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილი.

 

დაღუპული სამხედროს შესახებ სხვა ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება მეორე ქართველი სამხედროს სიცოცხლეს, რომელიც პატრულირების დროს დაიჭრა. დაჭრილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ის არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

 

ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპაავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრ…

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on mercredi 23 septembre 2015

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *