მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დასაქმებულთა 81%-ის (5-დან 4 ადამიანის) სამსახური ნაწილობრივ ან მთლიანად შეჩერდა, იუწყება გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„დასაქმებულები და ბიზნესი კატასტროფის წინაშე დგანან როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში“, — აცხადებს ILO-ს გენერალური დირექტორი გაი რაიდერი.
„უნდა გადავდგათ ნაბიჯები — სწრაფად, თავდაჯერებულად და ერთად. სწორი და დროული ზომები შექმნის განსხვავებას კოლლაფსსა და გადარჩენას შორის“, — აღნიშნავს იგი.
გარდა ამისა, როგორც BBC იუწყება, 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7% უბრალოდ გაქრება, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული 195 მილიონი ადამიანის მიერ სამსახურის დაკარგვას უდრის.
ILO-ში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს „ყველაზე რთული კრიზისია“.
კორონავირუსის გამო მსოფლიოში 1.4 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.