COVID-19-ით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის 86 წლის იყო და ჰქონდა თანმხლები ნევროლოგიური დაავდება. ამასთან, აღენიშნებოდა სეფსისი, მძიმე ორმაგი პნევმონია. რეანიმაციაში 2 კვირა მკურნალობდა.
მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხერდა.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 195
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 39
- მათ შორის გარდაცვლილი- 3
- კარანტინის რეჟიმში – 4708
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370