ახალი ამბები

აკრძალეთ ველური ცხოველების ბაზრები, რათა თავიდან ავიცილოთ პანდემიები — გაეროს მაღალჩინოსანი

7 აპრილი, 2020 • 1316
აკრძალეთ ველური ცხოველების ბაზრები, რათა თავიდან ავიცილოთ პანდემიები — გაეროს მაღალჩინოსანი

გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ მარუმა მრემა მოუწოდებს ქვეყნებს, აკრძალონ ბაზრები, სადაც ველური ცხოველების ხორცს ყიდიან. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს მოწოდება მრემამ შესაძლო მომავალი პანდემიების პრევენციისთვის გააკეთა — მიიჩნევა, რომ ვუჰანში მდებარე ასეთი ბაზრიდან წამოვიდა კორონავირუსი, რომლითაც მსოფლიოში უკვე მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა.

ჩინეთში ასეთი ბაზრების დროებითი აკრძალვა დააწესეს, მაგრამ ბევრი მეცნიერი მოუწოდებს ოფიციალურ პეკინს, ბაზრობები სამუდამოდაკრძალოს.

ამავე თემაზე გირჩევთ

საიდან გაჩნდა კორონავირუსი?


 

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი