ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კარანტინის გამო აფხაზეთში კერძო პარკის ლომები შიმშილის ზღვარზე არიან

7 აპრილი, 2020 • 3107
კარანტინის გამო აფხაზეთში კერძო პარკის ლომები შიმშილის ზღვარზე არიან

კარანტინის გამო გუდაუთის რაიონთან ახლოს არსებული პარკის, “პრაიდის” რვა ბინადარი ლომი და ერთი ლომის ბოკვერი შიმშილის ზღვარზე არიან. ამის შესახებ განცხადებას თავად პარკის ხელმძღვანელობა ავრცელებს. პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ ცხოველების გამოკვებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, მასობრივი ღონისძიებების შეწყვეტის გამო საკვების შეძენის პრობლემა აქვთ, ცხოველებს კი დღეში დაახლოებით 54 კგ ხორცი სჭირდებათ გამოსაკვებად.

მიმართვის შემდეგ მოქალაქეების მიერ გადარციხული ფულით, როგორც ადმინისტრაცია ამბობს, ლომების გამოსაკვებად ერთი ცხენი [278 კილო ხორცი] იყიდეს. ამ ამბავმა, თავის მხრივ, აფხაზეთში ცხოველთა უფლებების დამცველთა კრიტიკა გამოიწვია, რომლის პასუხადაც ადმინისტრაციამ თავი იმართლა და განაცხადა, რომ დახოცილი ცხოველების შეძენის პრაქტიკა ყველგან არსებობს.

გამოცემა “ეხოკავკაზას” ინფორმაციით, პარკის თანადამფუძნებელი რუსეთის მოქალაქე ოლეგ კონონოვი რუსეთში მოძრავი ცირკების ორგანიზებითაა დაკავებული.

აღნიშნული პარკის ბინადარ ლომებს რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში ფოტობიზნესისთვის იყენებდნენ. შემდეგ კი კერძო პარკს გადასცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი