ახალი ამბები

ჩეხეთში საკარანტინო შეზღუდვებს შეამსუბუქებენ

7 აპრილი, 2020 • 1225
ჩეხეთში საკარანტინო შეზღუდვებს შეამსუბუქებენ

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობა შეამსუბუქებს ზოგიერთ საკარნტინო ზომას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გადაწყვეტილების მიზეზი ვირუსის გავრცელების შენელებული ტემპებია.

გარდა ამისა, „როიტერსის“ ცნობით, წარმოების მინისტრმა კარელ ჰავლიჩეკმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობის გაგრძელების ნებართვას მისცემს სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს და შეამსუბუქებს გარეთ გასვლისა და აქტივობის წესებს — მაგალითად, ვარჯიშის, ველოსიპედით გადაადგილების და ა.შ. მისივე თქმით, უფრო მეტი მაღაზია შეიძლება აღდგომის შემდეგ გაიხსნას.

როგორც „როიტერსი“ წერს, ჯანდაცვის მინისტრ ადამ ვოიტეკის განცხადებით, ჰიგიენის დაცვის წესები, როგორიცა დისტანცირებია, დეზინფექციის მოთხოვნა და ა.შ კვლავ იქნება ძალაში.

ჩეხეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 4375 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო დღეებში დაავადებულთა რაოდენობა დღეში 10-ზე მეტი არ ყოფილა.

ჩეხეთი ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი რეგულაციები შემოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი