ახალი ამბებიგართობაკინო

ფილმები, რომელთა პრემიერაც კორონავირუსის გამო გადაიდო

7 აპრილი, 2020 • 6249
ფილმები, რომელთა პრემიერაც კორონავირუსის გამო გადაიდო

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყანამ განსხვავებული ზომა მიიღო, თუმცა მასოობრივი შეკრებები და ხალხმრავალი ღონისძიებები თითქმის ყველგან აიკრძალა ან გარკვეული რაოდეობით შეიზღუდა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არაერთმა კინოსტუდიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსალოდნელი ფინანსური ზარალისა თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარე, საკუთარი პროდუქციის პრემიერის თარიღი გადაედო.

ჯეიმს ბონდი – No Time To Die

პრემიერის დაგეგმილი თარითი: აპრილი 2020
პრემიერის ახალი თარიღი: ნოემბერი2020

ყველაზე პოპულარული ბრიტანელი ჯაშუშის როლში დენიელ კრეიგი კინოეკრანებზე უკანასკნლეად უნდა დაბრუნებულიყო 2020 წლის აპრილში, თუმცა კორონავირუსმა აგენტი 007-ის გეგმებიც შეცვალა.

უნდა ითქვას, რომ ჯეიმს ბონდის ამ ფილმს დაბრკოლებები არც COVID-19-მდე აკლდა. ფილმმა დაკარგა პირვანდელი რეჟისორი, პრემიერის თარიღი კი უკვე ორჯერ შეცვალეს. როგორც Cnet წერს, ბონდის ახალი ფილმის  პროდიურესები შიშობდნენ, რომ პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით მრავალი კინოთეატრი დაიკეტებოდა, რაც ფრენჩაიზის ბოლო ინსტალაციის შემოსავლებზე აისახებოდა, ამიტომაც, პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 4 მარტს, პრემიერის გადადება დააანონსეს.

Wonder Woman 1984

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: ივნისი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: აგვისტო, 2020

DC-ს კომიქსებზე დაფუძნებული “ქალი საოცრების” სიქველის პრემერა 2020 წლის ივნისში იყო დაგეგმილი, თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა ბლოკბასტერის, ამ ფილმის პრემიერის თარიღიც შეიცვალა. Warner Bros-მა ცვლილების შესახებ კინომოყვარულებს 24 მარტს შეატყობინა. ფილმის პრემიერა 2020 წლის აგვისტოში გაიმართება.

Mulan

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: მარტი 2020
პრემიერის ახალი თარიღი: ივლისი 2020

დისნეის პოპულარული ანიმაციის კინოეკრანიზაციის პრემიერა 27 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა შექმნილი ვითარების გამო 12 მარტს კომპანიამ მისი გადადების გადაწყვეიტლება მიიღო. ფილმი უკვე ნახა სატესტო აუდიტორიამ და, როგორც  Cnet წერს, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მულანის პრემიერის თარიღის გადაწევის გარდა, დისნეიმ სხვა სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობაც შეაჩერა. მულანის პრემიერა 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი.

Black Widow

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: მაისი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: ნოემბერი, 2020

სკარლეტ იოჰანსონის გმირის, ნატაშა რომანოვის იდუმალებით მოცულ წარსულს ფარდა 2020 წლის მაისში უნდა ახდოდა, თუმცა პანდემიის გამო დისნეიმ გადაწყვეტილება მიიღო, შავი ქვრივის პირველი სოლო ფილმის პრემიერა ნოემბრამდე გადადოს.

Fast And Furious 9

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: მაისი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: აპრილი, 2021

“ფორსაჟის” მე-9 ინსტალაციის პრემიერა 2020 წლის მაისში იყო დაგეგმლი, თუმცა მისი პრემიერა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო. აღნიშნული თარიღით ფრენჩაიზის შემდეგი ფილმის პრემიერა იყო დაგეგმილი, თუმცა მე-10 ფილმის გამოსვლის დროც გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2021 წლის აპრილამდე კი ფილმში მოხვედრილი თბილისის კადრების ნახვა მის თრეილერებში შეგიძლიათ.

A Quiet place 2

პრემიერის თავდაპირვლეი თარიღი: მარტი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: უცნობია

ჯონ კასინსკის პოსტაპოკალიპტური ფილმის, A Quiet place-ის სიქველის პრემიერა 2020 წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა პარამაუნთ ფიქჩერზმა, სხვა კინოსტუდიების მსგავსად, პრემიერა წლის ბოლომდე გადადო. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის შედგება A Quiet place 2-ის პრემიერა.

Top Gun: Maverick

Original release date: June 24, 2020
New release date: Dec. 23, 2020

როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსი “შეუსრულებელი მისიის” ვარსკვლავ ტომ კრუზისთვისაც დაბრკოლებად იქცა. პანდემიის გამო გადაიდო Top Gun-ის სიქველის პრემიერაც, რომელსაც მაყურებელი 30 წლის განმავლობაში ელოდა. სიქველის ორიგინალი ინსტალაცია ტომ კრუზის მონაწილეობით 1996 წელს გამოვიდა, Maverick-ის სანახავად კი კინომოყვარულებს კიდევ რამდენიმე თვის მოცდა მოუწევთ.  ფილმი კინოეკრანებზე 2020 წლის 23 დეკემბერს გამოვა.

Minions: The Rise of Gru

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: ივლისი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: უცნობია

პანდემიის გამო გადაიდო მინიონების სიქველის გამოსვლის თარიღიც. ანიმაციური ფილმის პრემიერა 3 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ახალი კორნავირუსის გამო “გრუს აღზევების” პრემიერაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

Morbius

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: ივლისი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: მარტი, 2021

მარველის კომიქსების ვამპირი პერსონაჟის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა 2020 წლის ივლისში იყო დაგეგმილი. ფილმში მორბიუსის როლს ჯარედ ლეტო ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ვარსკვლავმა გლობალური პანდემიის შესახებ დაგვიანებით შეიტყო, რადგანაც 12 დღის განმავლობაში უდაბნოში მედიტაციით იყო დაკავებული, როგორც ჩანს, “სონი”, რომელიც ამ ფილმს იღებს, მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყო. შესბაამისად, მორბიუსის პრემიერა მომავალი წლის მარტისთვის გადაიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი