ახალი ამბები

კორონავირუსი: ჯონსონი რეანიმაციაში გადაიყვანეს

6 აპრილი, 2020 • 1582
კორონავირუსი: ჯონსონი რეანიმაციაში გადაიყვანეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც 10 დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს, 6 აპრილს, რეანიმაციაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონი თვითიზოლაციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი აპარატის განცხადებით, ეს პრევენციული ზომა იყო და პრემიერი თავს კარგად გრძნობდა.

როგორც BBC წერს, ბორის ჯონსონმა თავისი მოვალეობის შესრულება საგარეო საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფოს პირველ მდივან დომინიკ რააბს დაავალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი