ახალი ამბები

კორონავირუსის სტატისტიკა: 6 აპრილი

6 აპრილი, 2020 • 2369
კორონავირუსის სტატისტიკა: 6 აპრილი

6 აპრილის 23 საათისთვის (თბილისის დროით), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, მთლიანობაში, კორონავირუსის 1,324,907 შემთხვევა დასტურდება. აქედან გარდაიცვალა 73,703 ადამიანი, ხოლო 275,832 გამოჯანმრთელდა. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით:

საქართველო

სპეციალურ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 188 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა –39.

აშშ

აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით ლიდერობს — ქვეყანაში ინფიცირების 352,546 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გარდაიცვალა 10,389 ადამაინი, ხოლო გამოჯანმრთელდა 18,999. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი  ნიუ იორკი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის [CDC] რეკომენდაციაა, რომ ყველა ამერიკელმა პირბადე გაიკეთოს.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში ჩვეული ცხოვრება მალე უნდა აღდგეს.

შტატების უმრავლესობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან საჭიროების გარეშე არ გავიდნენ.

ესპანეთი

ესპანეთი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეორეა — ქვეყანაში 135,032 დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 13,169, ხოლო გამოჯანმრთელდა 40,437 ადამიანი.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ესპანეთში გარდაცვლილების დღიური რიცხვი იკლებს.

იტალია

იტალიაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 132,547-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამეა, აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ. გარდაცვლილია 16,523 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 22,837.

იტალია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით და გარდაცვლილთა რაოდენობით დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო, თუმცა, CNN-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში დაფიქსრიდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის ყველაზე დაბალი რაოდენობა — 525 . CNN-ის ინფორმაციათ, ეს განცხადება იტალიის სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ კვირას გააკეთა.

საფრანგეთი

საფრანგეთში კორონავირუსი თითქმის 100 000 ადამიანს დაუდასტურეს — ამჟამად დადასტურებულია 98,956 შემთხვევა. გარდაცვლილია 8,926 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 17,421.

თუმცა, როგორც ტელეარხი France 24 იუწყება, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დღიური გარდაცვალების მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით შემცირებულია.

გერმანია

გერმანიაში კორონავირუსის 101,558 შემთხვევა დასტურდება. გარდაცვლილია 1,662, ხოლო გამოჯანმრთელებულია 28,700 ადამაინი.

ამავე დროს, „გარდიანის“ ცნობით, რობერტ კოხის სახელობის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა უკვე მეოთხე დღეა, რაც მცირდება.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 52,274 შემთხვევა. გარდაიცვალა 5,383 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 284.

კორონავირუსი დაუდგინდა პრემიერ-მინისტრს ჯონსონსაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რეანიმაციაშიც გადაიყვანეს.

რუსეთი

რუსეთში ამჟამად 6,343 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 47 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 406.

რამდენიმე ქალაქში გამოცხადებულია კარანტინი, მათ შორის- მოსკოვში. მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გამოსვლა განსაკუთრებული აუცილელობის გარეშე.

თურქეთი

თურქეთში, ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 30,217 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 649 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,326 პაციენტი.

საბერძნეთი

საბერძნეთში COVID 19-ის 1,755 დადასტურებულ შემთხვევაა. აქედან გარდაიცვალა 79, გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი