ახალი ამბები

ლევან გვაზავა კომიდან გამოვიდა, თუმცა ადვოკატი მასთან შეხვედრას ვერ ახერხებს

19 სექტემბერი, 2015 •
ლევან გვაზავა კომიდან გამოვიდა, თუმცა ადვოკატი მასთან შეხვედრას ვერ ახერხებს

ექიმის ინფორმაციით, გვაზავას მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, თუმცა ჯერჯერობით სრულყოფილად არ არის გამოსული კომიდან და ისევ რჩება რეამინაციის განყოფილებაში.

 

“მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დინამიკაში შედარებით დადებითი. მოსალოდნელი გართულებები არის, მაგრამ უახლოეს მომავალში ლევან გვაზავა შეძლებს სრულად გამოჯანმრთელებას,” – განუცხადა ნეტგაზეთს ინგოროყვას კლინიკის რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.


როგორც სამართალდამცველთა დაცვის ლიგაში აცხადებენ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის შეძლებს გვაზავას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას. მათი ცნობით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

28 აგვისტოს ოქროყანაში გვაზავას ნათესავი, ყოფილი პოლიციელი რევაზ კალომლეწავი მოკლეს, ხოლო დაჭრილი ლევან გვაზავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მუხლით.
 

ლევან გვაზავა, ფოტო: გვაზავას ფეისბუკის გვერდი
ლევან გვაზავა, ფოტო: გვაზავას ფეისბუკის გვერდი



მასალების გადაბეჭდვის წესი