ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -4 გრადუსამდე ყინვა – ამინდის პროგნოზი

6 აპრილი, 2020 • 3781
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -4 გრადუსამდე ყინვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ტემპერატურის ვარდნამ, შესაძლოა, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი და საშემოდგომო ხორბლის ნათესები დააზიანოს.

სააგენტოს ცნობით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში – წვიმის, მთაში – თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი, შესაძლოა, ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი