ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

UNDP აფხაზეთს 500 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება – სოხუმი

6 აპრილი, 2020 • 1636
UNDP აფხაზეთს 500 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.

მათ შორისაა UNDP, რომელმაც დე ფაქტო უწყების ცნობით, აფხაზეთს 500 ათასი აშშ დოლარი გამოუყო.

რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, ესენია: FAO, რომელიც სადეზინფექციო საშუალებებით დაეხმარება აფხაზეთს, და HALLO trust, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებით უზრუნველყოფს.

ასევე, აფხაზური მხარის ცნობითვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] ექსპერტები ადგილობრივ სამედიცინო კადრებს პროფესიული ექსპერტული კუთხით დაეხმარებიან.

აფხაზური მხარის ცნობით, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ აქვთ. თუმცა რამდენიმე დღის წინ გალის რაიონიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოყვანილ პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი