ახალი ამბები

გიგი უგულავა: ჩვენ ბეჭებზე დავდეთ ივანიშვილი

19 სექტემბერი, 2015 •
გიგი უგულავა: ჩვენ ბეჭებზე დავდეთ ივანიშვილი

“არ ანაღვლებთ არაფერი დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, რომ თავისი პოლიტიკური ოპონენტები ჰყავდეთ ციხეში… 2016 წელი არის მაქსიმალური ვადა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის და 2016 წელს მას მშვიდობიანი გზით, საარჩევნო გზით ჩამოვაშორებთ ამ ქვეყანას”, – განაცხადა გიგი უგულავამ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა განაჩენი.

 

ის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში არ დასწრებია და მას მხარდამჭერებთან ერთად სასამართლოს შენობის წინ ელოდა.

 

უგულავა 18 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. კერძოდ, უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

 

რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ისევე როგორც დავით კეზერაშვილი, ხოლო თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

გიგი უგულავა განაჩენის შემდეგ მხარამჭერებს დაემშვიდობა და სასამართლოს შენობაში შევიდა, 18 სექტემბერი, თბილისი, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი
გიგი უგულავა განაჩენის შემდეგ მხარამჭერებს დაემშვიდობა და სასამართლოს შენობაში შევიდა, 18 სექტემბერი, თბილისი, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი