ახალი ამბები

აღსრულების ბიურო გამოსახლებებს ვირუსის დასრულებამდე წყვეტს – წულუკიანი

6 აპრილი, 2020 • 2239
აღსრულების ბიურო გამოსახლებებს ვირუსის დასრულებამდე წყვეტს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცედურას კორონავირუსის პანმდემიის დასრულებამდე აღარ განახორციელებს.

წულუკიანი ამბობს, რომ ბიურომ მუშაობა გამარტივებული, ელექტრონული წესით მუშაობა დღეს, 6 აპრილს უკვე განაახლა.

„ერთადერთი, რასაც აღსრულების ეროვნული ბიურო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე არ განახორციელებს, ეს გახლავთ პირველ რიგში გამოსახლებები, ვინადაინ ამგვარი საქმიანობა კავშირშია საცხოვრისში მისვლასთან“, – ამბობს წულუკიანი.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ სერვისს, მათი სარგებლობისთვის საჭიროა ბიუროს დაუკავშირდეთ ფეისბუკის, ელექტრონული ფოსტის ან ცხელი ხაზის საშუალებით.

„ბიურო გამარტივებული მუშაობის პერიოდში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანასა და დატოვებას თანამშრომლებთან კონტაქტს შეძლებენ“, – განმარტავს წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი