ახალი ამბები

შვედეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 401-ს მიაღწია

5 აპრილი, 2020 • 2884
შვედეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 401-ს მიაღწია

შვედეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკამ კვირას 401-ს მიაღწია. ეს უფრო დიდი რიცხვია, ვიდრე ნორვეგიასა (71) და დანიაში (179), ასევე ფინეთსა (28) და ისლანდიაში (4) ერთად აღებული.

როგორც ცნობილია, ნორვეგიამ და დანიამ სხვა ქვეყნების მსგავსად  მკაცრი შეზღუდვები დააწესეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს სკოლები,  თუმცა შვედეთში კვლავაც ღიაა მაღაზიები, რესტორნები და სკოლები.

გარდიანის ცნობით, შვედეთის მთავრობა მუშაობს ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც მას COVID-19-თან საბრძოლველად “ექსტრაორდინალური ნაბიჯების” გადადგმის საშუალებას მისცემს.

გარდიანის ცნობით, შვედეთმა სტატისტიკის წარმოებაში გარკვეული შენელება აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ რიცხვები შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, ვიდრე დღესაა. შვედეთში შაბათთან შედარებით კვირას გარდაცვალების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა. ამჟამად ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულია 6800 ადამიანი.

მილიონ მოსახლეზე შვედეთში ამჟამინდელი სტატისტიკით ვირუსით 37 ადამიანია გარდაცვლილი, დანიაში – 28, ნორვეგიაში – 12 და ფინეთში – 4.5.

მასალების გადაბეჭდვის წესი