ახალი ამბები

ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

5 აპრილი, 2020 • 827
ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4-ით, ხოლო დადასტურებულად გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ეზუგბაიამ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 174
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36
  • მათ შორის გარდაცვლილი- 2
  • კარანტინის რეჟიმში – 5067
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330

მასალების გადაბეჭდვის წესი