ახალი ამბები

საჩხერის კლინიკის 100-მდე პერსონალი იზოლაციაშია

5 აპრილი, 2020 • 2187
საჩხერის კლინიკის 100-მდე პერსონალი იზოლაციაშია

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი ისაა, რომ საავადმყოფოს ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდგინდა.

საავადმყოფოს დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, რომ ექიმები კლინიკას არ ტოვებენ და ელოდებიან ტესტების შედეგებს.

“ეკიპირება გვქონდა, მარაგიც გვაქვს, [ექიმი] ეკიპირებული შედიოდა [პაციენტებთან] ზუსტად ვიკვლევთ, რომელი პაციენტისგან ან რა შემთხვევის გამო შეიძლება დაინფიცირებულიყო”, – ამბობს ქამუშაძე.

საჩხერეში COVID-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს მკურნალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი