ახალი ამბები

საჩხერეში COVID-19 ინფექციონისტს დაუდგინდა – მედია

5 აპრილი, 2020 • 1107
საჩხერეში COVID-19 ინფექციონისტს დაუდგინდა – მედია

საქართველოში COVID-19 კიდევ ერთ სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა. საუბარია ინფექციონისტზე, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში მუშაობს. ინფორმაციას პირველი არხი და იმედი ავრცელებენ მის მეუღლეზე დაყრდნობით, რომელიც მაღალჩინოსანია.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ინფექციონისტს დაავადება სავარაუდოდ პაციენტისაგან გადაედო.

„ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა ექიმის მეუღლემ პირველ არხთან.

აქამდე საქართველოში COVID-19 ორ სამედიცინო პერსონალს ჰქონდა დადასტურებული: ექიმს ზუგდიდში და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წარმომადგენელს, რომელსაც დაავადება სავარაუდოდ მეუღლისგან გადაედო და არა პაციენტისაგან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულტა რაოდენობა 170-მდე გაიზარადა. ამის შესახებ სამთავრობო ვებგვერდი Stopcov.ge-ზე განახლდა მონაცემები.

ამჟამად კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოშ ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 170
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36
  • მათ შორის გარდაცვლილი- 1
  • კარანტინის რეჟიმში – 5067
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330

მასალების გადაბეჭდვის წესი