ახალი ამბები

შეიძლება, სტადიონზე ჩატარდეს – მიტროპოლიტი ანტონი სააღდგომო ლიტურგიაზე

3 აპრილი, 2020 • 1438
შეიძლება, სტადიონზე ჩატარდეს – მიტროპოლიტი ანტონი სააღდგომო ლიტურგიაზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სააღდგომო ლიტურგიაზე უარის თქმას შეუძლებლად მიიჩნევს.

ის ამბობს, რომ კომპრომისული ვარაიანტი შეიძლება იყოს ღვთისმსახურების ჩატარება ისეთ ადგილაზე, სადაც მეტი სივრცე და მრევლს შორის დაცული დისტანცია იქნება, მაგალითად, სტადიონზე.

“სააღდგომო ლიტურგიის არჩატარება არ წარმომიდგენია. ჩატარება წარმომიდგენია, როგორაც ვატარებდით. ახლა რაღაც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და პოზიციები შეჯერდება. რა იქნება, ვერ ვივარაუდებ, მაგრამ ის, რომ აღდგომას წირვა არ ჩატარდეს, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ჩემი ვარაუდი გამოვთქვი, რომ თუკი ასე ეშინიათ, შეიძლება სტადიონზე ჩატარდეს, გარე სივრცეში ჩატარდეს, სადაც უფრო მეტი სივრცეა. ამაზე თუ შევჯერდებით, თორემ იმ პოზიციას, რომ სააღდგომო წირვა უნდა ჩატარდეს, ეკლესია არ შეცვლის”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა “ტვ პირველის” ეთერში და დასძინა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმატში ჩატარდება ღვთისმსახურება სააღდგომო დღესასწაულებზე. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, ნაადრევად ნუ გააკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

21:00 საათამდე მოვლენ და 06:00-ზე წავლენ – დეკანოზის ხედვა სააღდგომო ლიტურგიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი