ახალი ამბები

ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულზე 2019 წელს 262 გამოძიება დაიწყო

3 აპრილი, 2020 • 1366
ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულზე 2019 წელს 262 გამოძიება დაიწყო

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს არასრულწლოვანთა მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის 262 შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

მათ შორის იყო: არასრულწლოვნის გაუპატიურების 24 სავარაუდო შემთხვევა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების 9 საქმე, სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ერთი საქმე, გარყვნილი ქმედების 79 საქმე და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 149 საქმე.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ამის ფონზე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში კვლავ პრობლემად რჩება შესაბამისი უწყებების მიერ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება დაზარალებული ბავშვის გამოვლენისა და მსხვერპლი არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

როგორც სახალხო დამცველი ანგარიშშია აღნიშული, მაშინ, როდესაც სავარაუდო ძალადობის ფაქტების ოდენობა დიდია, 2019 წელს კვლავ არაპროპორციულად მცირე იყო ფსიქოლოგთა რიცხვი, რომელთა დახმარებაც ძალადობის შემთხვევაში აუცილებელია.

„საანგარიშო პერიოდში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იყო 13 ფსიქოლოგი, აქედან- ორი თბილისში, ორი- იმერეთის რეგიონში, დანარჩენი 9 კი სხვა რეგიონებში თითო-თითოდ იყო წარმოდგენილი. 2019 წელს 900-მდე არასრულწლოვანმა მიიღო ფსიქოლოგიური მომსახურება“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი