ახალი ამბები

უგულავას გათავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელიან მისი მხარდამჭერები

17 სექტემბერი, 2015 • • 1938
უგულავას გათავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელიან მისი მხარდამჭერები

როგორც გიგი უგულავას მხარდამჭერები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის ყოფილ მერს დღესვაეარ გაათავისუფლებენ, არ არის გამორიცხული, რომ უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართოს.

“იმედი მაქვს, რომ დღესვე გაათავისუფლებენ გიგის სასამართლოდან, თუმცა არაა გამორიცხული, ისევ წინასწარი პატიმრობა შეუფარდონ. ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული. წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 9 თვე და ექვსი თვე უკვე გადააცილეს. არ შეიძლება ასე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაათავისუფლებენ დღეს უგულავას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს და ამას ყველაფერს უფრო მასშტაბურ სახეს მივცემთ,” – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ავთანდილ გამყრელიძე.

საკონსტიტუციო გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

იმისათვის, რომ უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, აუცილებელია მისი აღკვეთის ღონისძიების ზომა – პატიმრობა გააუქმოს საერთო სასამართლომ, ამ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ამ მოთხოვნით დღეს უკვე მიმართა უგულავას დაცვის მხარემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს რიყის პარკის გასხვისების საქმეზე. ბრალი მათ წაყენებული აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები იმედოვნებენ, რომ თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობიდან დღესვე გაათავისუფლებენ.

გიგი უგულავას მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 17.09.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი