2 აპრილის 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 134 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 5 500-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 281.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა უკვე მილიონს მიაღწია, გარდაცვლილია 50 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 200 ათასზე მეტი.
ინფიცირების 225 ათასზე მეტი შემთხვევით პირველ ადგილზეა აშშ, შემდეგ -იტალია 115 ათასი შემთხვევით და ესპანეთი 110 ათასი შემთხვევით.