ახალი ამბები

ლარი დოლართან 6 თეთრით გამყარდა

2 აპრილი, 2020 •
ლარი დოლართან 6 თეთრით გამყარდა

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლარი უკვე რამდენიმე დღეა მყარდება როგორც აშშ დოლართან, ისე – ევროს მიმართ. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 3 აპრილისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.18 ლარი იქნება. ლარმა გაუფასურების პიკს 27 მარტს მიაღწია, როცა 1 დოლარი 3.48 ლარი ღირდა.

ეროვნული ბანკის კურსით, ლარი 3 აპრილისთვის თითქმის 7 თეთრით გამყარდა ევროს მიმართაც. 1 ევროს ღირებულება 3 აპრილისთვის თითქმის 3.48 ლარი იქნება.

1 აშშ დოლარი ჯერ კიდევ 7 მარტს 2.77 ლარი ღირდა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გაუფასურების რეკორდს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კორონავირუსის გავრცლეებით გამოწვეულ მოვლენებს დაუკავშირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი