ახალი ამბები

პუტინმა მთელი აპრილი დასვენებად გამოაცხადა | COVID-19

2 აპრილი, 2020 • 614
პუტინმა მთელი აპრილი დასვენებად გამოაცხადა | COVID-19

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელი აპრილი დასვენებად გამოაცხადა. ამგვარად, ის ობიექტები და დაწესებულებები,რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის, მთელი აპრილის განმავლობაში არ იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „დოჟდი“ ავრცელებს.

ტელარხის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ 28 მარტიდან 5 აპრილამდე გამოცხადებული არდადეგები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

თუმცა პუტინმა აღნიშნა, რომ ვითარების ცვლილების შემთხვევაში შეიძლება ეს ვადა შეიცვალოს.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ აფთიაქები, მაღაზიები, საავადმყოფოები და წარმოებები.


რუსეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 3,548 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 30 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 235. რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლებში დარჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი