ახალი ამბები

საბერძნეთში სააღდგომო მსახურება დახურულ კარს მიღმა ჩატარდება

2 აპრილი, 2020 • 1243
საბერძნეთში სააღდგომო მსახურება დახურულ კარს მიღმა ჩატარდება

საბერძნეთის რელიგიისა და განათლების მინისტრის, ნიკი კერამეუსის განცხადებით, აღდგომის დროს ეკლესიებში წირვა-ლოცვა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ Greek City Times ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გადაწყვეტილება მას შემდეგ  მიიღეს, რაც ათენისა და მთელი საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმოსმა სამინისტროს შესაბამისი თხოვნით მიმართა.

იერონიმოსის განცხადებით, მსახურება მაინც ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ სახლში დარჩნენ და იქიდან ილოცონ სხვისი კარგად ყოფნისთვის.

„ყველა უნდა დაემორჩილოს ჯანდაცვის სპეციალისტების და მეცნიერების მითითებებს, ხოლო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება ამ პირობებში დაუშვებელია, ქრისტიანული რწმენის სახელითაც კი“, — ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საბერძნეთში ამჟამად კორონავირუსის 1 415 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 52 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი