ახალი ამბები

CDC ყველასთვის DIY პირბადის ტარების რეკომენდირებაზე მსჯელობს — WaPo

2 აპრილი, 2020 • 1190
CDC ყველასთვის DIY პირბადის ტარების რეკომენდირებაზე მსჯელობს — WaPo

აშშ-ის ფედერალური მთავრობის ორგანომ — დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) შესაძლოა გასცეს რეკომენდაცია, რომ საჯარო სივრცეებში, ანუ გარეთ, მოქალაქეებმა პირბადეები ატარონ. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Washington Post (WaPo) ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დაავადებთა კოტრნოლისა და პრევენციის ცენტრში განიხილავენ ოფიციალური რეკომენდაციების შეცვლას და ნუსხაში ქუჩაში პირბადის ტარების რეკომენდაციის დამატებას. ამჟამად CDC  მოქალაქეებს არ აძლევს პირბადის ტარების რეკოემნდაციას თავდაცვისთვის. როგორც WaPo წერს, ეს ინფორმაცია მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამავე წყაროს თქმით, ეს საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზეა.

როგორც WaPo იუწყება, რეკომენდაციის შეცვლაზე კონსენსუსი ამჟამად არ არსებობს — ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ პირბადეების მასობრივი გამოყენება დიდ გავლენას ვერ იქონიებს და ხალხს დაცულობის მცდარ განცდას მისცემს, რის შედეგადაც სოციალური დისტანციის დაცვის მხრივ ნაკლებად დაიცავენ დისციპლინას.

როგორც WaPo წერს, ახალი სავარაუდო რეკომანდაცია არ გაითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქეებმა ატარონ სამედიცინო პირბადეები, რომლებიც ამჟამად დიდ დეფიციტშია და მედპერსონალს კრიტიკულად სჭირდება. CDC-ის მეორე თანამშრომლის თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სახლში გაკეთებული ქსოვილის პირბადე, რომელიც ამცირებს რისკს, რომ უკვე დაავადებულმა სხვას გადასცეს ინფექცია.

აშშ-ში ამჟამად კორონავირუსის ყველაზე მეტი — 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 5000-ზე მეტი, გამოჯანმრთელებულია 8000-ზე მეტი ადამაინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი