31 მარტს ყარაბაღში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ჩატარებულ არჩევნებში, სადაც პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი. შესაბამისად, მეორე ტური დაინიშნა.
31 მარტსვე გაიმართა არჩევნები, სადაც ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევდა. დე ფაქტო პარლამენტს 5 პარტია დააკომპლექტებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის დე ფაქტო არჩევნებს: მეორე ტურში, რომელიც 14 აპრილსაა ჩანიშნული, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არაიკ არუთუნიანი, ყარაბაღის დე ფაქტო ექსპრემიერი, რომელმაც 49.26% მიიღო, და მასის მაილიანი, რომელმაც ხმათა 26.4% დააგროვა.
არუთუნიანის პარტია პირველ ადგილზე გავიდა ხმათა 40.4%-ით, მეორეზე – თავდაცვის დე ფაქტო ექს-მინისტრი სამველ ბაბაიანის პარტია 23.63%-ით, ვიტალი ბალასიანის პარტიამ 7.9% აიღო და ა.შ.
აზერბაიჯანი და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ყარაბაღს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც სომხეთის მიერ არის ოკუპირებული და არჩევნებს არ აღიარებს.