ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს

31 მარტი, 2020 • 1229
გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს

მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დღეს, 31 მარტს, საღამოს გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა ახალ პაციენტებს COVID-19.

როგორც ზუგდიდის საავადმყოფოში განგვიცხადეს, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურა და ხველა, მხოლოდ ბავშვებს აღენიშნებათ, თუმცა საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მამაც მოათავსეს, რომელიც შესაძლოა, ასევე იყოს COVID-19-ის  მატარებელი.

პირველი პაციენტი აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართულმა მხარემ ზუგდიდის საავადმყოფოში გუშინ, 30 მარტს მიიღო. 50 წლის ქალი გალის რაიონის სოფელ საბერიოში რუსეთიდან ჩავიდა. 31 მარტს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ზუგდიდის საავადმყოფოს ინფორმაციითვე, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და პნევმონია არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი