ახალი ამბები

„გაზპრომს“ საარბიტრაჟო დავა მოვუგეთ — პოლონური სახელმწიფო კომპანია

31 მარტი, 2020 • 1207
„გაზპრომს“ საარბიტრაჟო დავა მოვუგეთ — პოლონური სახელმწიფო კომპანია

პოლონური ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG-ის განცხადებით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში რუსულ „გაზპრომს“ დავა მოუგო. ინფორმაცია კომპანიამ 30 მარტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

PGNiG-მა გაზპრომს სასამართლოში 2015 წელს უჩივლა, რადგან მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი ბუნებრივი აირის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი და არ შეესაბამებოდა სიტუაციას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე.

როგორც PGNiG-ში ამბობენ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 2014 წლის ნოემბრიდან გადაეხედა გაზის ფასის ფორმულისთვის, რის შედეგადაც, პოლონოური კომპანის შეფასებით, ისინი 1,5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მიიღებენ. როგორც რუსული სახელმწიფო მედია „ტასს“ წერს, „გაზპრომ ექსპორტში“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება დაადასტურეს, მაგრამ კომპენსაციის რაოდენობაზე საუბარი ნაადრევად მიიჩნიეს.


„გაზპრომმა“ და PGNiG-მა პოლონეთში გაზის მიწოდების შეთანხმება 1996 წელს გააფორმეს და  ვადა 2022 წელს გასდიოდა. PGNiG-ში აცხადებენ, რომ მის გახანგრძლივებას არ აპირებენ და ბუნებრივი აირის მოთხოვნას სხვა წყაროებიდან დააკმაყოფილებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი