ახალი ამბები

თიბისის ცნობით, COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა და ჯანდაცვის სამინისტრის გადასცემს

31 მარტი, 2020 • 1778
თიბისის ცნობით,  COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა და ჯანდაცვის სამინისტრის გადასცემს

თიბისი აცხადებს, რომ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.  ბანკის ცნობით, ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენ წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს“, -თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის ამ განცხადებასაც ბანკი ავრცელებს. 

ბანკი იუწყება, რომ შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში.

აღნიშნული პროგრამ აგანახორციელდა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი