ახალი ამბები

იტალიაში 30 მარტს COVID 19-გან 1590 პირი გამოჯანმრთელდა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია

31 მარტი, 2020 • 2089
იტალიაში 30 მარტს COVID 19-გან 1590 პირი გამოჯანმრთელდა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია

იტალიაში 30 მარტს კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ დღეს ვირუსი 1590 ადამიანმა დაამარცხა. 

30 მარტის მონაცემებითვე, გარდაიცვალა 812 ადამიანი.

ამასთანავე, იტალიაში 30 მარტს კორონავირუსის 4050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 13 დღის განმავლობაში ყველაზე მცირე მაჩვენებელია.

მთლიანობაში, იტალიაში კორონავირუსის 101,739 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11,591 გარდაიცვალა, ხოლო განიკურნა 14,620. იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც კორონავირუსულმა ინფექციამ განსაკუთრებულად დიდი ზიანი მიაყენა.

რაც შეეხება მსოფლიოს, COVID-19 სულ 772 226 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 160 243 გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 022 დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი