ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: “მე და საზოგადოების” სწავლება სკოლებში არ გადადებულა

12 სექტემბერი, 2015 •
განათლების სამინისტრო: “მე და საზოგადოების” სწავლება სკოლებში არ გადადებულა

დღეს, 12 სექტემბერს, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგნის “მე და საზოგადოების” შესახებ მსჯელობა არ დასრულებულა, არ არის დასრულებული სტანდარტზე მუშაობა და არც სახელმძღვანელოები არ არის დაბეჭდილი.

 

განათლების სამინისტროსდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საგნის სკოლაში შეტანა გადაიდო, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მრიდან მოჰყვა განმარტებები, რომ მათი ძალისხმევით გადადიდო ამ საგნის სკოლებში შეტანა.

 

დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ საჯარო სკოლებში საგნის “მე და საზოგადოების” შეტანა გადადიდო და მათმა მიმართვამ პრემიერ-მინისტრისადმი შედეგი გამოიღო.

 

ახალი საგნის “მე და საზოგადეობის” საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ 2015 წლის 17 აგვისტოს გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“.

 

სამინისტროს ცნობით, ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი